საჭირო პროდუქტი: 1 ანანასი, 1 ფორთოხალი, 1 კივი, 2 გარგარი, 12 ალუბალი, ბარამბო.
ულუფის რაოდენობა: 2,მომზადების დრო: 25 წუთი.
მომზადების წესი: ანანასი გაჭერით და რბილობი ამოაცალეთ. დაჭერით რგოლებად. ალუბალი გარეცხეთ. დაჭერით გარგარი, კივი გაფცქვენით, დაჭერით, ფორთოხალს კანი გააცალეთ და ისიც დაჭერით.
ხილი ანანასის რგოლებზე დააწყვეთ. გააფორმეთ ბარამბოს ფოთლებით.
No comments:
Post a Comment